ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

მთავარი გვერდი

  • 29 აგვისტო, 2010

    ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში უმაღლეს აკადემიურ და უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ პირთა საყურადღებოდ. იხილეთ მიმაგრებული ფაილი

  • 29 აგვისტო, 2010

    ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ
    ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში (ბნსუ) აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაა: 13 სექტემბრიდან - 30 სექტემბრამდე; რეგისტრაციისათვის მიმართეთ ბნსუ-ს რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურს (ბნსუ, 1 სართული, ოთახი N 1), 11-დან 17 საათამდე;
    სტუდენტს, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას მითითებულ ვადებში, შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!

  • 29 აგვისტო, 2010

    სახელობო სწავლების კურსანტთა სწავლა დაიწყება შემდეგი გრაფიკით:
    01, 02 ჯგუფებისათვის (X, XI კლასები) – 1 სექტემბერი, 09:00 სთ.
    03 ჯგუფებისათვის (XII კლასები) – 15 სექტემბერი, 09:00 სთ.
    საშ. განათლების ბაზაზე - 15 სექტემბერი, 15:00 სთ.

  • 6 აგვისტო, 2010

    2010 წლის 5 აგვისტოს, ბნსუ-ს რექტორმა და Indo-Georgian Educational Company-ს დირექტორმა კანდჰარი ნარენდრა სინგჰ-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმი გულისხმობს საგანმანათლებლო თანამშრომლობას საქართველოსა და ინდოეთს შორის და ამ საქმიანობის ფარგლებში უცხოელი (ინდოელი) სტუდენტებისათვის სასწავლო პირობების შექმნას ბნსუ-ში.

  • 5 აგვისტო, 2010

    მხოლოდ ერთი გამოცდის - ზოგადი უნარების შედეგებით უმაღლესში ჩარიცხვის მსურველთათვის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მეორად მიღებას უმაღლესი პროფესიული განათლების სპეციალობებზე: საზღვაო ნაოსნობა, გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია, გემის ელექტრომექანიკოსი და ახალ სპეციალობაზე - საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა.
    დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 9 23 23; 9 32 32; 893 36 96 78

  • 5 აგვისტო, 2010

    გრძელდება მიღება სახელობო საფეხურზე სპეციალობით მატროსი და მოტორისტი (როგორც მე-9 კლასის, ისე სრული ზოგადი განათლების ბაზაზე). მე-9 კლასის ბაზაზე გაიცემა როგორც სახელობო განათლების სერტიფიკატი, ისე საშუალო განათლების ატესტატიც. დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 9 23 23; 9 32 32
     

  • 7 ივლისი, 2010

    ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სახელობო საფეხურის შემდეგ სპეციალობებზე:

    1. მატროსი;
    2. მოტორისტი;
    3. გემის ელექტრიკოსი;
    4. გემის მზარეული;
    5. გემის შემდუღებელი;
    6. ზეინკალი.

    კურსდამთავრებული მიიღებს როგორც სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე საშუალო განათლების ატესტატსაც.
    საბუთების მიღება წარმოებს 31 ივლისამდე. გამოცდები ჩატარდება 1-10 აგვისტოს.

    მიღება წარმოებს როგორც არასრული (9 კლასი), ისე სრული საშუალო განათლების ბაზაზე.

    აგრეთვე მიმდინარეობს მიღება შპს ,,მახინჯაურის ლიცეუმში’’ X, XI, XII კლასებში.

    დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 5 42 92; 9 28 28;  893 44 22 85

  • 30 ივნისი, 2010

    მეთოდოლოგიური სემინარი ბნსუ-ში
    30 ივნისს ბნსუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრაზე ჩატარდა მეთოდოლოგიური სემინარი. სემინარის პირველ ნაწილში განხილული იქნა სილაბუსის ახალი ფორმა და მისი წარმოების წესები. სემინარის მონაწილეებმა განიხილეს შეფასების განანხლებული სისტემა.

    მეორე ეტაპზე კათედრის წევრებმა დაწვრილებით განიხილეს კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტი, შეაჯერეს მასში წარმოდგენილი სწავლის სავარაუდო შედეგები დარგის სპეციფიკურ მოთხოვნებთან, დაგეგემეს შესაბამისი ცვლილებები საგანამანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში.
    სემინარის მესამე ნაწილში პედაგოგებმა განიხილეს ბლუმის ტაქსონომია და მისი კურიკულუმებსა და სილაბუსებში გამოყენების გზები.
    ანალოგიური სემინარები 1, 2 და 3 ივლისს გაიმართება გემწამყვანი, გემთმექნიკური და ლოგისტიკის კათედრებისათვის.
    სემინარს კოორდინაციას უწევდა ბნსუ-ს რექტორის მოადგილე ნ. მიქელთაძე. 
  • 31 მაისი, 2010

    ISO-ს სემინარი
    2010 წლის 24-28 მაისს ჩატარდა სასერტიფიკაციო ასოციაცია ,,რუსული რეგისტრის” მიერ მოწყობილი ორგანიზაციის შიგა აუდიტორის მომზადების სემინარები ISO 9001:2008 და ISO 19011 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    სემინარის შედეგად გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, როცმელიც უფლებას აძლევს შიგა აუდიტორს აკონტროლოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე ყველა პროცესი და გააკეთოს შესაბამისი ანალიზი.

    აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ.

  • 28 მაისი, 2010

    2010 წლის 27 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა და ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა (ქ. ნიკოლაევი, უკრაინა) გააფორმეს ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. დაწესებულებები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ხელშეკრულებას და თვლიან, რომ აღნიშნული პარტნიორობა ძალზე ნაყოფიერი იქნება ორი უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებისათვის