ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

ლიცენზირება, აკრედიტაცია, სერტიფიცირება

დაწესებულებას გააჩნია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 მაისის N449 ბრძანების შესაბამისად გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N0812091 (22.05.2008)

  • განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს 2008 წლის 9 ივნისის N11/ს გადაწყვეტილებისა და N6 სხდომის ოქმის საფუძველზე, ინსტიტუტმა გაიარა აკრედიტაცია.
  • აკრედიტაციის შედეგად ინსტიტუტის ზღვრული კონტიგენტი განისაზღვრა 408 სტუდენტით.
  • ინსტიტუტი არის IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის) წევრი.
  • 2003 წელს ბათუმის საზღვაო კოლეჯმა მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:1994;
  • 2008 წელს - ISO 9001:2000;

ამჟამად, ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ISO 9001:2008-ის მოსაპოვებლად.

  • ინსტიტუტი ფლობს IQNet მენეჯმენტის სერტიფიკატს.

 

  • 2009 წლის მაისში ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტს გადაეცა ''United States Coast Guard International Training Division''-ის საპატიო სერტიფიკატი, რომელშიც აღნიშნული ორგანიზაცია მადლობას უხდის ინსტიტუტს სისტემატიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.