ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

საგიტარიუსი - მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

დიაგნოსტიკური ცენტრი ,,საგიტარიუსი”, როგორც ოფთალმოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს ქ. ბათუმში 2005 წლიდან. კლინიკის დამფუძნებლები და დირექტორები არიან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, ასოცირებული პროფესორები, მიკროქირურგი, ოფთალმოლოგი ეკატერინე ხვედელიძე-გვარიშვილისა და მიკროქირურგი, ოფთალმოლოგი ელიდა ხვედელიძე.

განვლილ პერიოდში,  კლინიკა რეგიონის ოფთალმოლოგიურ კლინიკებს შორის წამყვან სამედიცინო დაწესებულებად იქნა აღიარებული.

კლინიკის მთავარი პრიორიტეტებია: სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მოწყობილობა, ხარისხიანი სერვისი და რაც ყველაზე მთავარია - მზრუნველობა და ყურადღება თითოეული პაციენტის მიმართ.

კლინიკა ვთავაზობ მომსახურეობის ფართო სპექტრს –  მხედველობის ორგანოს დიაგნოსტიკიდან - უნიკალურ მიკროოპერაციამდე.

 კლინიკა რეგიონში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მუდმივი მონაწილეა. ის მჭიდროდ თანამშრომლობ ჩვენი ქვეყნის და უცხოეთის წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკებთან, ატარებ ყოველწლიურ კონფერენციებს და სემინარებს.

2007 წელს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა” და კლინიკა ,,საგიტარიუსს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ,  რომლის მიზანი იყო როგორც სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველთა, ისე სტუდენტებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.

კლინიკა უკვე ორი წლის მანძილზე ახორციელებს მომავალი მეზღვაურების შემოწმებას, ეხმარებ მათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, რითაც არაერთხელ აიმსახურა სასწავლო უნივერსიტეტის დირექციის მადლობა  ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსათვის.

ამ თანამშრომლობის შედეგად წარმოიშვა იდეა ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის” ბაზაზე შექმნილიყო მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი”, რომელიც უზრუნველყოფდა სტუდენტთა, მეზღვაურთა და მათი ოჯახების წევრთა სრულფასოვან და ხარისხიან მომსახურებას,  ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატურ პროფილაქტიკურ შემოწმებას.

ყოველწლიურად ფართოვდება კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დღესდღეობით, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, დაკომპლექტებულია რეგიონის საუკეთესო სპეციალისტებით. კლინიკაში ფუნქციონირებს თერაპიული, კარდიოლოგიური, ქირურგიული, ნევროპათოლოგიური, სტომატოლოგიური, ყელ-ყურ-ცხვირის, ოფთალმოლოგიური, ნარკოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ლაბორატორიული გამოკვლევების, ვაქცინაციის და ულტრაბგერული გამოკვლევების კაბინეტები.

ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური გამოკვლევები და მკურნალობა.

გულის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კაბინეტი იძლევა გულის დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მომავალში, გულის პათოლოგიის მოსალოდნელი რისკის პრევენციის საშუალებას.

თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის მიკროქირურგიის კაბინეტის მუშაობა ითვალისწინებს მხედველობის და სმენის ორგანოების დიაგნოსტირებასა და მის შემდგომ  მკურნალობას. 

პირველად აჭარაში, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ ,,საგიტარიუსში’’ გაიხსნა პლაზმოფორეზის კაბინეტი სისხლის გაწმენდის მეთოდიკით, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა, მოწამლვა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ღვიძლის დისფუნქცია, ალერგია, ობსტინენტური სინდრომი, ინფექციები და სხვა.

ლაბორატორიული კვლევები ითვალისწინებს სისხლის და შარდის საერთო ანალიზს, სისხლის ანალიზს ჰეპატიტის ვირუსზე, შიდს-ის ინფექციაზე, ვენერიულ დაავადებებზე, ტუბერკულიოზზე, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების ტესტს.

2010 წლის იანვრის ბოლოდან ცენტრში დაიწყება საზღვაო მეთაურთა შემადგენლობის სამედიცინო მომზადება IMO-ს კონვენციის შესაბამისად (,,საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ”  78/95, ,,ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვა”  SOLAS-74.)  სწავლება მიმდინარეობს IMO-ს რეკომენდაციით. სასწავლო ჯგუფები იქმნება ყოველკვირეულად, სწავლება მიმდინარეობს ერთი სამუშაო კვირის მანძილზე.

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი” გაიხსნება 2010 წლის 20 თებერვალს.