ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

სასწავლო-საწვრთნელი გემი ელიტა

პრაქტიკული მეცადინეობისა და საცურაო პრაქტიკისათვის ბნსუ-ს გააჩნია სასწავლო საწვრთნელი გემი "ელიტა" - 30 კვმ სასწავლო ფართით; ტვირთზიდვა - 100 ტ., წყალწყვა - 200 ტ., სიგრძე - 24 მ., სიგანე - 7მ., რომელიც ცურავს საქართველოს ალმით. გემი მოწყობილია თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებითა და მექანიზმებით.

გემი "ელიტა" აღჭურვილია სასწავლო ოთახებით, მერხებით, თვალსაჩინოებითა და ხელსაწყოებით, სასწავლო პროგრამებით. პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობს გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი. მათ მიერ წარმოებს პრაქტიკაზე დასწრების მკაცრი კონტროლი.

გემზე განსაკუთრებით მკაცრი ყურადღება ექცევა "გემზე სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის" წვრთნებს:

  1. "პირადი გადარჩენის ტექნიკა";
  2. "ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა";
  3. "პირველადი, საწყისი სამედიცინო დახმარების გაწევა";
  4. "სამაშველო საშუალებების მართვა";
  5. "პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა".

სწავლების კურსის დამთავრების შემდეგ თეორიული და პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელები იძლევიან დახასიათებასა და რეკომენდაციას თითოეული მსმენელის შესახებ, რის საფუძველზეც იწერება ბრძანება სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდებზე დასაშვებად.