ბიბლიოთეკა
ბნსუ-ს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს 16 000 ერთეულს.
ბიბლიოთეკაში დაცულია:
- საზღვაო კარტოგრაფიული რუკები;
- თემატური პლაკატები;
- გემის დანადგარების ნახაზები;
- ფილმოთეკა, რომელიც შეიცავს 80 სასწავლო ფილმს;
- Videotel CD – 40 ც.
- მოქმედებს ელექტრონული ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკა სრულადაა კომპიუტერიზირებული და მუშაობს ელექტრონული კატალოგით.
ყოველწლიურად ხდება წიგნადი ფონდის შევსება სპეციალური ლიტერატურით.
ფონდის შევსება მომდინარეობს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემოთავაზებული კატალოგების მიხედვით.
ბიბლიოთეკით სარგებლობით წესები
ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით : დილის 10.00-სთ-დან – 17.00-მდე
- შაბათ-კვირას 10.00-სთ-დან - 14.00-მდე
გაწევრიანება სტუდენტებისათვის:
- გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც. გაწევრიანების ერთჯერად გადასახადს ყოველი ახალი წლისათვის (ანუ იმ წლის მიღების სტუდენტებისათვის) ადგენს ინსტიტუტის ადმინისტრაცია. სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მისი საიდენტიფიკაციო ბარათით
- ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან ბიბლიოთეკის წევრებად, ანუ რომლებსაც არ ექნებათ საიდენტიფიკაციო ბარათი.
გაწევრიანება ინსტიტუტის კურსდამთავრებულებისა და გარეშე პირებისათვის
- ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს, ისევე როგორც გარეშე პირებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის მიზნით, აქვთ უფლება შეიძინონ საბიბლიოთეკო ბარათები;
- საინსტიტუტო ბიბლიოთეკით სარგებლობა და საბიბლიოთეკო ბარათის მოხმარების წესი;
- საბიბლიოთეკო ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირის მიერ. ბიბლიოთეკაში დადგენილი წესების დარღვევისას ხდება ბარათების ჩამორთმევა. აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას მისი სახელის, საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, სახლის, სამუშაო მისამართის შეცვლის შესახებ ; საბიბლიოთეკო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში. ამის შესახებ დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის გამგეს.
მასალების (ასლების) შეკვეთა
პროცედურა: სტუდენტი ავსებს სათანადო ფორმას და უტოვებს ბიბლიოთეკარს. ბიბლიოთეკარი უზრუნველყოფს დაქსეროქსებას და გადასცემს სტუდენტს.
წიგნების გატანა და დაბრუნება
ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა:
- წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობააქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი.
- სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუ კი ასეთი არსებობს.
ბიბლიოთეკაში წიგნის დაბრუნების ვადები და ვადის დარღვევის შემთხვევები:
- ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ერთი კვირით.
- სალექციო მასალები, ჟურნალები, წიგნები და სხვა მსგავსი, რომელიც ლექტორს დაჯავშნული აქვს ლექციისათვის და განკუთვნილია იმ სემესტრში სტუდენტების მოხმარებისთვის, ბიბლიოთეკიდან შეიძლება გატანილ იქნას მხოლოდ 24 სთ-ით.
- გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ერთი კვირის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ერთი კვირის ვადით), იმ შემთხვევაში, თუ კი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.
- თუ თქვენ რაიმე მიზეზით ვერ მოიტანეთ წიგნი ბიბლიოთეკაში საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას გადაცდენის მიზეზი და განსაკუთრებულ შემთხვევაში (წიგნს ითხოვს სხვა მკითხველი, თქვენ კი ავად გახდით), ბიბლიოთეკა თვითონ უზრუნველყოფს წიგნის დაბრუნებას.
- წიგნის დროულად არ დაბრუნებისა და ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის - 5 ლარის ოდენობით. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ (მთლიანობაში წიგნი მკითხველთან შეიძლება დარჩეს 21 დღე: 7 დღე გატანის ვადა და 14 დღე - ორჯერ გაგრძელებული ვადა).
