ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

სიახლეები

  • 10 მაისი, 2010

    ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგთა საყურადღებოდ!!! 
    2010 წლის ოქტომბერში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ბნსუ-ს პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია. პედაგოგებს ვთხოვთ, შესაბამის კათედრებზე წარმოადგინონ საკონფერენციო თემების სათაურები და თეზისები მიმდინარე წლის 31 მაისამდე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და ნაშრომის შესრულების ზოგადი წესების გასაცნობად მიმართეთ კათედრების ხელმძღვანელებს.

  • 3 მაისი, 2010

    ტურნირი მკლავჭიდში
    ბნსუ-ს სტუდენტებმა მიიღეს მკლავჭიდის ფედერაციის მოწვევა მსოფლიო ჩემპიონის თემურ ლიპარტაშვილის მეორე რესპუბლიკურ ტურნირზე მკლავჭიდში, რომელიც გაიმართება 2010 წლის 6 მაისს. 
    შეჯიბრი მოზარდთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ეგიდით ტარდება.

  • 30 აპრილი, 2010

    2010 წლის გაზაფხულის სეზონის სტუდენტური ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

    2010 წლის 26-29 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა 2010 წლის გაზაფხულის სეზონის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში სტუდენტთა შორის.
    ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
    I ადგილი - კრასენკო ალბერტ (საზღვაო ნაოსნობა, II კურსი);
    II ადგილი - ბელქანია ფრიდონ (გედე, I კურსი);
    III ადგილი - მხიტარიანი გარეგინ (გედე, II კურსი).
    ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, წიგნები და ფასიანი საჩუქრები.

  • 21 აპრილი, 2010

    სტუდენტთა საყურადღებოდ
    26 აპრილიდან იწყება 2010 წლის გაზაფხულის სეზონის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში სტუდენტთა შორის. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 23 აპრილამდე !
     

  • 21 აპრილი, 2010

    Withersbys Seamanship Library - პრეზენტაცია ბნსუ-ში
    21 აპრილს ბნსუ-ში შედგა ახლადშეძენილი ვიტერსბის საზღვაო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. უნივერსიტეტის თანამშრომლები გაეცნენ აღნიშნულ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში დაცულ 60 აუცილებელ სახელმძღვანელოს, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერაა რეკომენდებული საზღვაო საგანამანათლებლო დაწესებულებებისათვის. შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაეცნენ ვიტერსბის ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებსა და სასწავლო პროცესში მათი აქტიურად გამოყენების საშუალებებს.

  • 20 აპრილი, 2010

    ეკო-ჯგუფები ბნსუ-ში
    ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოეხმაურნენ საქართველოში ორჰუსის ცენტრის (Aarhus Centre Georgia) ინიციატივას ,,საქართველო ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გარეშე’’, რომელიც ხორციელდება ეუთოს პროექტის ,,გარემო და უსაფრთხოება’’ (ENVSEC) ფარგლებში. უნივერსიტეტში შეიქმნა ეკო-ჯგუფი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გარემოს დაცვისა და შავი ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებეში.

  • 16 აპრილი, 2010

    სიახლე სტუდენტთათვის - შემოქმედებითი სახელოსნო
    ბნსუ-ში, სტუდენტური თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა სტუდენტთა შემოქმედებითი სახელოსნო, რომელიც აერთიანებს შემოქმედებით სტუდენტებს ინტერსების მიხედვით. სახელოსნოში სტუდენტები შექმნიან სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა ეპოქის გემების მოდელებს, იმუშავებენ მათ ცალკეულ დეტალებზე, გაეცნობიან შესაბამის ლიტერატურას. აგრეთვე, სახელოსნოს მიზანია საზღვაო საქმის ფართო საინფორმაციო ბაზის შექმნა. სტუდენტები მოაგროვებენ ინფორმაციას საზღვაო საქმის შესახებ, გაეცნობიან შესაბამის პერიოდულ და საინტერნეტო გამოცემებს და შექმნიან დარგის შესახებ არსებული სასარგებლო და საინტერესო მოვლენების ერთიან საინფორმაციო ბაზას.
     

  • 15 აპრილი, 2010

    რა, სად, როდის?
    ბნსუ-ში, საგაზაფხულო სტუდენტური ღონისძიებებისათვის მზადების ფარგლებში, ტარდება შესარჩევი ტური ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?’’.
    შიდასაუნივერსიტეტო თამაშები დაიწყება 2010 წლის 23 აპრილიდან. ბნსუ-ს კლუბს ხელმძღვანელობს საქართველოს ინტელექტუალური ელიტარული კლუბის ,,რა, სად, როდის?’’ მოაზროვნე, პროფესორი ეკატერინე ჩხარტიშვილი. თამაშებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

  • 15 აპრილი, 2010

    გაცნობებთ, რომ ბნსუ-ის მიერ 26 მარტს გამოცხადებული ვაკანსია დაკმაყოფილდა. ბნსუ-ის 2 კურსდამთავრებული დასაქმდა საკრუინგო კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად.
     

  • 15 აპრილი, 2010

    მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
    15 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.

    იხილეთ დამატებითი ინფორმაცია