სიახლეები
-
14 აპრილი, 2010
"მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში"
2010 წლის 13 აპრილს, ბნსუ-ში, ჩატარდა საჩვენებელი ლექცია უცხოელი სტუდენტებისთვის, სახელწოდებით "მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში". ლექციაზე წარმოდგენილი იქნა ინგლისურენოვანი სასწავლო ფილმი საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ. ბნსუ-ის თურქი სტუდენტები გაეცნენ საქართველოს ისტორიულ წარსულს, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და უახლესი წარსულის მოვლენებს. ლექტორი, პროფესორი ნაირა ტაბიძე ესაუბრა თურქ სტუდენტებს ჩვენი ერების ურთიერთობათა ძირითად მომენტებზე, მათი კულტურული თანაცხოვრების, კეთილმეზობლური პოლიტიკის მნიშვნელობასა და როლზე.
-
7 აპრილი, 2010
შეხვედრა შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან
2010 წლის 7 აპრილს ბნსუ-ში გაიმართა სტუდენტთა შეხვედრა შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან. სტუდენტებს შეხვდნენ, გამოცდილება გაუზიარეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრნენ შორეული ნაოსნობის მოქმედი კაპიტანები ავთანდილ ქეცბაია, გიორგი კიკვიძე, ბორის პოტეხინი და პარმენ ხვედელიძე.შეხვედრა თბილ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა და ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა დაწესებულების სტუდენტთათვის.
-
1 აპრილი, 2010
აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა საყურადღებოდ!
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, 2010 წლის 1 აპრილიდან დაიწყო უნივერსიტეტისა და ფონდ ,, განათლების ინსტიტუტის’’ ერთობლივი ტრეინინგ-სემინარების II ეტაპი.
პირველი ეტაპი, რომელიც 2009 წლის სექტემბერში დაიწყო, დასრულდა 2010 წლის იანვარში.
აღნიშნულ ეტაპზე გადამზადდა 350 მასწავლებელი. განათლების ინსტიტუტის მიერ გადაცემული იქნა 700 როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული სერტიფიკატი. ტრეინინგები ტარდება შემდეგ საგნებში:1. ქართულ ენა და ლიტერატურა;
2. მათემატიკა;
3. უცხო ენები;
4. ასაკობრივი განვითარებისა და სწავლების თეორიები.
-
26 მარტი, 2010
ვაკანსია
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს თავის კურსდამთავრებულებს 2 ვაკანტური სამუშაო ადგილის დასაკავებლად თურქულ და ამერიკულ გემებზე სპეციალობით 1. მატროსი და 2. მოტორისტი.
მსურველები დაგვიკავშირდნენ 5 აპრილამდე.
-
1 მარტი, 2010
მიღება სასერტიფიკაციო მოდულებზე
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ცხადდება მიღება სასერტიფიკაციო მოდულებზე ,,მატროსი’’ და ,,მოტორისტი’’. საბუთები მიიღება 2010 წლის 1 აპრილამდე. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდნენ ტელეფონებზე 888222 9 25 25, 5 42 92, 9 32 32 ან მოგვმართონ მისამართზე მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი 26.
-
26 თებერვალი, 2010
ღია ლექცია თეორიულ მექანიკაში
2010 წლის 26 თებერვალს ბნსუ-ში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის დავით თავხელიძის ღია ლექცია თეორიული მექანიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებში. ლექციას ესწრებოდნენ ბნსუ-ის ლექტორ-მასწავლებლები და დაინტერესებული სტუდენტები.
ღია ლექციაზე წარმოდგენილი იქნა თეორიული მექანიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები და თეორიული მექნიკის სწავლების ინოვაციური ხედვა.
-
22 თებერვალი, 2010
ტრეინინგი ბნსუ-ში
2010 წლის 1-20 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ფონდ "განათლების ინსტიტუტის" მიერ მოწყობილი ტრეინინგები. ტრეინინგი გაიარეს უნივერსიტეტის პროფესორებმა და ადმინისტრაციამ. პირველი ტრეინინგი (1-12 თებერვალი), თემაზე ”სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები” მოიცავდა 5 კრედიტს, ხოლო მეორე (19-21 თებერვალი) - ”სასწავლო პროცესის დაგეგმარება და მონიტორინგი” – 3 კრედიტს. ტრეინინგი გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო უნივერსიტეტის 45 თანამშრომელმა.
-
16 თებერვალი, 2010
ბნსუ-ში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იმ სტუდენტებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა განაგრძონ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, 26 თებერვლამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე, სადაც განთავსებულია ჩვენი ვაკანსიები.
-
30 დეკემბერი, 2009
2009 წლის 29 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, რომელზედაც წარმოდგენილი იქნა შემდეგი საკითხები:
1. კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოში შესატანად მომზადებული საზღვაო კვალიფიკაციების შესახებ (მომხსენებელი - რექტორის მოადგილე ნ. მიქელთაძე);
2. სტუდენტური ელექტრონული შიდასაუნივერსიტეტო ბაზის პრეზენტაცია (მომხსენებელი - სტუდენტთა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ე. მსხალაძე);
3. სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების შესახებ (მომხსენებელი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. გ. თავამაიშვილი);
4. სემესტრის მანძილზე შესრულებული სამუშაოების შესახებ (მომხსენებელი - რექტორის მოადგილე ნ. მიქელთაძე)
-
22 დეკემბერი, 2009
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2009-2010 წლიდან 3 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი) დასაკავებლად საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის შემდეგ მიმართულებებზე:1. ჰუმანიტარულ მეცნიერებები (1 ვაკანსია);2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (1 ვაკანსია).საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 18 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10.00-დან 15.00-მდე, ოთახი № 15.კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 1 მარტიდან 6 მარტამდე ვადაში.ცნობებისათვის მოგვმართეთ:ბათუმი, მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი 26; ტელ.: 9 32 32; 893 44 22 85.
