სიახლეები
-
16 ნოემბერი, 2009
საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 2009 წლის 10 აგვისტოს შესული ცვლილებების შესაბამისად (№1611), ,,ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტმა - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრმა’’ შეიცვალა სახელწოდება და 2009 წლის 16 ნოემბრიდან იწოდება ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტად’’ (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ბრძანება №10757, 16.11.2009).
-
20 ოტომბერი, 2009
სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 4 სექტემბრის N 89/ს გადაწყვეტილებით ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა 546 სტუდენტით.
-
19 ოტომბერი, 2009
ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში მიმდინარეობს მიღება სახელობო პროგრამაზე ,,გადაზიდვების ოპერატორი’’.
სწავლის ხანგრძლივობა: სრული ზოგადი განათლების ბაზაზე (12 კლასი) - 1 წელი, საბაზო განათლებით (9 კლასი) - 2 წელი. მიღება წარმოებს შიდასაინსტიტუტო ტესტირების საფუძველზე.სწავლის საფასური - 1400 ლარი.აღნიშნული სპეციალობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი 2010-2011 სასწავლო წლისათვის გამოაცხადებს მიღებას უმაღლესი პროფესიული განათლების, ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამებზე ,,გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა’’. ჩარიცხვა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით.
-
7 ოტომბერი, 2009
ნატოს დღეების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის სტუდენტებთანაც, რომელსაც ნატოს ექსპერტები, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს, ბრიუსელის ნატოს ოფისის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო ნატოს ფუნქციებსა და საქართველოსა და ნატოს სამომავლო ურთიერთობებზე
-
2 ოტომბერი, 2009
2009 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში საგანმანათლებლო საქმიანობის 10 წლისთავთან და ახალი შენობის პრეზენტაციასთან დაკავშირებით გაიმართა მიღება. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საზღვაო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს, რესურსცენტრის, საკრუინგო ფირმების წარმომადგენლები. მიღებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
-
22 სექტემბერი, 2009
ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის უმაღლესი აკადემიური და უმაღლესი პროფესიული პროგრამების
პირველ სასწავლო წელზე ჩარიცხულ პირთა რეგისტრაცია გაგრძელდა 25 სექტემბრამდე
-
2 სექტემბერი, 2009
”აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი” აცხადებს მიღებას 2009-2010 სასწავლო წლისათვის. საბუთების მიღება იწარმოებს 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი
-
2 სექტემბერი, 2009
ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის ადმინისტრაცია დასასაქმებლად იწვევს ბათუმის საზღვაო კოლეჯის კურსდამთავრებულ მეორე და მესამე მექანიკოსებს.
ცნობებისათვის დარეკეთ ტელეფონებზე: 5 42 92, 9 25 25.
-
1 სექტემბერი, 2009
ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი-საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის უმაღლეს აკადემიურ და უმაღლეს პროფესიულ პროგრამების
პირველ სასწავლო წელზე ჩარიცხულ პირთა საყურადღებოდ!!!
-
1 სექტემბერი, 2009
ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი იწვევს შემდუღებლებს სახელობო საფეხურზე განათლების მისაღებად. დაწვრილებითი ცნობებისათვის დარეკეთ: 5 42 92.
