ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

ლიცეუმი

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებობს ლიცეუმი, სადაც ხორციელდება საშუალო განათლების მესამე საფეხური (X, XI და XII კლასები). მოსწავლეებისათვის შექმნილია საუკეთესო პირობები ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის.

  • სწავლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, ლიცეუმში სისტემატიურად ტარდება კათედრათა სხდომები, სადაც ხდება ნაკლოვანებების გამოვლენა და პრიორიტეტების გამოკვეთა. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კათედრებს შესაბამისი რესურსებით.
  • სასწავლო წლის დასაწყისში ყოველი პედაგოგი წარმოადგენს სასწავლო სამუშაო გეგმას - სილაბუსს, რაც აუმჯობესებს მასწავლებელთა მუშაობას, გაკვეთილების მაქსიმალური ეფექტურობით დაგეგმვასა და მათ ხარისხიანად ჩატარებას.
  • სისტემატიური ხასიათი აქვს მასწავლებელთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.
  • ლიცეუმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელთა მომზადება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის. დღესდღეისობით მასწავლებელთა დიდი ნაწილი იყენებს ტექნოლოგიურ საშუალებებს გაკვეთილის გამრავალფეროვნებისათვის, აღქმის, სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
  • ლიცეუმში ყოველ სემესტრში დგება ურთიერთდასწრების გრაფიკი, რომლის მეშვეობითაც მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება უკეთ გაეცნონ ერთმანეთის მუშაობას, გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება.
  • ლიცეუმში რეგულარულად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები. დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ინტერდისციპლინარული კვლევის ჩვევისა და სინთეზური ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას.  
  • დაწესებულების ბიბლიოთეკაში ინახება და რეგულარულად გამოიყენება ელექტრონული პრეზენტაციები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია.
  • ლიცეუმის მოსწავლეები რეგულარულად მონაწილეობენ ტურებსა და ოლიმპიადებში რეგიონისა და რესპუბლიკის მასშტაბით.
  • ლიცეუმში დანერგილია მოსწავლეთა გამოკითხვის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სწავლების პროცესის შემოწმებასა და მოსწავლეთა აზრის გაგებას სწავლების ხარისხთან დაკავშირებით. გამოკითხვები გამოიყენება მოსწავლეების მიერ საკუთარი მოსწრების დონის გამოსავლენადაც.
  • ლიცეუმში რეგულარულად ტარდება ტესტირებები, შუალედური შეფასებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცოდნის საშუალო დონის დადგენა და ხარვეზების გამოკვეთა.
  • ლიცეუმში ერთ-ერთ პრიორიტეტადაა მიჩნეული დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, რომლების მეშვეობითაც ხდება გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრა და ჩამორჩენილ მოსწავლეთა სწავლის დონის ამაღლება.
  • რეგულარულად ხდება მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კარგი ყოფაქცევის წახალისება, რაც აშკარად აღრმავებს სწავლის მოტივაციას.
  • ლიცეუმის შინაგანაწესითაა განსაზღვრული მოსწავლეთა როგორც დაჯილდოვების, ისე დასჯის პროცედურები. შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს და სახავს მათზე შესაბამისი რეაგირების მეთოდებსა და საშუალებებს.
  • ლიცეუმი აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან. მოსწავლეთა ნებისმიერი სახის პრობლემის დაძლევა ხდება კონკრეტულ მშობელთან ან მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებითა და მათი აქტიური ჩარევით.
  • უდიდესი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზებასა და მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებას: რეგულარულად ეწყობა სემინარები სამედიცინო და ყოფითი აქტუალური პრობლემების შესახებ, ხდება მოსწავლეთა გაწევრიანება ინტერესთა კლუბებში, სპორტულ გუნდებში. ეწყობა შეჯიბრებები, ღონისძიებები.  
  • ლიცეუმში ფუნქციონირებს ინტერესთა მიხედვით შექმნილი შემდეგი კლუბები: "მე და ლიტერატურა" (ხელმძღვ. შ. ლორთქიფანიძე), "ინგლისური - საერთაშორისო ენა" (ხელმძღვ. მ. სარჯველაძე), "თეთრი იალქანი" (ხელმძღვ. ხ. ბერიძე), "პითაგორა" (ხელმძღვ. ვ. ბაძაღუა, ე. ჯაფარიძე), "ბუნების ქომაგი" (ხელმძღვ. მ. ბოლქვაძე), "მაძიებელი" (ხელმძღვ. ნ. ბერიძე).
  • ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ხდება ლიცეუმის საუკეთესო პედაგოგებისა და მოსწავლეების დაჯილდოვება ექსკურსიებზე გაგზავნით, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.