ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი

საერთასორისო საზღვაო მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს:

  • მოქმედი ქართველი და უცხოელი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას;
  • საზღვაო სპეციალობის დაუფლების მსურველ მოქალაქეთა მომზადებას საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.


საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში სახელობო განათლების საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობაა:

  • IX კლასის ბაზაზე - 3 წელი;
  • საშუალო განათლების ბაზაზე - 1 წელი.

მეორადი პროფესიის დაუფლების მსურველთათვის მუშაობს 9 თვიანი კურსები, სადაც სწავლობენ 22 წელს გადაცილებული პირები. კურსებზე მიღება წარმოებს წელიწადში სამჯერ.


ცენტრში კვალიფიკაციას იმაღლებენ და სერტიფიცირებას გადიან მეზღვაურები:

  1. თურქეთიდან,
  2. საბერძნეთიდან,
  3. აზერბაიჯანიდან,
  4. უკრაინიდან,
  5. სირიიდან,
  6. ლიბანიდან.

სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით 2002 წლის 28 მარტს შეიქმნა შპს საერთაშორისო საზღვაო საწვრთნელი ცენტრი ,,მერკური” (ამჟამად - ,,საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი"). ცენტრის სრული დაპროექტება და მოწყობა თანამედროვე საწვრთნელი სისტემებით განახორციელა ცნობილმა ინგლისურმა კომპანიამ ”Transas Eurasia’’-მ, რომელიც ახორციელებს სატრენაჟორო დანადგარებისა და სისტემების წარმოებას.


საწვრთნელ ცენტრში დამონტაჟებულია:

  1. Navi -Trainer RADAR/ARPA/ECDIS Pro 3000
  2. RADAR/ARPA Module Simulator
  3. Engine Room Simulator ERS 2000/3000
  4. GMDSS Simulator TGS 410
  5. Liquid Cargo Handling Simulator LCHS 2000


ცენტრში მოქმედებს შემდეგი საწვრთნელი კურსები:

  1. ’”კაპიტნის ხიდურზე გუნდური მართვა”
  2. ”გემის მართვის მანევრირება” ;
  3. ”საგუშაგოზე მორიგეობის სამსახურის ორგანიზაცია”;
  4. ”ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა”;
  5. ”ხანძართან ბრძოლის გაფართოებული კურსი”;
  6. ”პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა”;
  7. ”პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა”;
  8. ”სამაშველო საშუალებების მართვა”;
  9. ”საშიში ტვირთების გადაზიდვა”;
  10. ”ნედლი ნავთობით ტანკების რეცხვა”;
  11. ”ინერტული გაზების სისტემის გამოყენება”;
  12. ”გემის უსფრთხო ექსპლუატაციის მართვა და ზღვის დაბინძურების აცილება”;
  13. ”კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემა უბედურების შემთხვევაში”;
  14. ”სამანქანო განყოფილებაში გუნდური მართვა”.


ტანკერზე სამუშაოების წარმოების სამი სახის კურსები:

  1. ტანკერზე სამუშაოების წარმოების გაცნობითი კურსი;
  2. ტანკერზე, ტანკერქიმმზიდებზე, ტანკერაირმზიდებზე სამუშაოების წარმოების გაფართოებულიი კურსი;
  3. ტანკერზე სატვირთო და საბალასტო ოპერაციების წარმოების კურსი.