მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2008 წლის 23 ოქტომბერს "ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი-საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრსა" და ”განათლების ინსტიტუტს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება-მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.
”განათლების ინსტიტუტი” ახორციელებს მასწავლებელთა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა პროფესიული განვითარების პროგრამების ტრენინგ-სემინარებსა და უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სისტემური განვითარების პროექტებს. ამ საქმიანობას აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე ორგანიზებას გაუწევს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი”.
